ტაილანდის საფონდო ბირჟაზე უკვე მეორე დღეა რაც არეულობა სუფევს რადგან ინვესტორებს შორის შეინიშნება პანიკა, რომელიც გამოწვეულია ქვეყნის მოხუცებული მეფის ჯანმრთელობის გაუარესებით. დღეს ტაილანდის საფონდო ბირჟა დილის ვაჭრობის დამთავრებისას ხუთი პროცენტით შემცირდა. ოთხშაბათს ბირჟის შემცირება ორი პროცენტის ფარგლებში იყო დაფიქსირებული. საფონდო ბირჟაზე არეულობა გამოწვეულია მითქმა-მოთქმით, რომელიც 81 წლის მეფე ბჰუმიბოლ ადუილადეჯის ჯანმრეთელობის გაუარესებით არის განპირობებული. უნდა აღინიშნოს, რომ 19 სექტემბრიდან მეფე საავადმყოფოშია განთავსებული. მას დაუდგინეს ფილტვების ინფექციის, ციებ-ცხელების, დაღლილობისა და მადის უქონლობის დიაგნოზი. ოთხშაბათს სამეფო კარმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მეფე მჰუმიბოლის ჯანმრთელობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ ამისდა მიუხედავად საფონდო ბირჟაზე დაძაბულობა შეინიშნება.