ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში 32 ადამიანი დაიღუპა



პაკისტანის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის აღმოსავლეთ და ჩრდილოაღმოსავლეთ რეგიონებში მდებარე სამართალდამცავი ორგანოების ოთხ შენობაზე მიტანილი იერიშების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 32 ადამიანი. ძალადობის ეპიცენტრი აღმოჩნდა აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ლაჰორი, სადაც მეამბოხეებმა ცეცხლი გაუხსნეს შენობას, რომელშიც განთავსებულია გამოძიებათა ფედერალური სააგენტოს რეგიონალური ოფისი. ამ სააგენტოს ევალება საემიგრაციო და ტერორიზმთან დაკავშირებული საქმეების გამოძიება. ოთხი პოლიციელი და ერთი პირი დაიღუპა თავდასხმის დროს, ხოლო პოლიციამ მოკლა ერთი თავდამსხმელი და დააკავა ერთი მეამბოხე.

ქვეყნის ჩრდილოაღმოსავლეთ ნაწილში მანქანაში დამონტაჟებული ბომბის აფეთქებამ მიწასთან გაასწორა ქალაქ კოჰატში მდებარე პოლიციის განყოფილება. რამოდენიმე საათის მოგვიანებით კი ქალაქ პეშავარის დასახლებულ რაიონში კიდევ ერთი აფეთქება მოხდა.

ოფიციალურ პირები ცდილობენ დაღუპულთა რიცხვის დადგენას, მაგრამ წინასწარ ცნობილია რომ მათ შორის უმეტესობა პოლიციელები არიან. პრესაში გამოქვეყნებული ანგარიშების მიხედვით კოორდინირებულ თავდასხმებში სულ მცირე 25-მა მეამბოხემ მიიღო მონაწილეობა.


XS
SM
MD
LG