ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოპოზიცია სარკოზის ნეპოტიზმში სდებს ბრალს



23 წლის ჟანი იმედოვნებს, რომ პარიზის უმსხვილესი კომერციული უბნის ზედამხედველი სააგენტოს ხელმძღვანელი გახდება.

ბატონი სარკოზის თქმით, მისი შვილი „მგლის ხახაშია ჩაგდებული.“

ოპოზიციის ლიდერები ბატონ სარკოზის ნეპოტიზმში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ჟანი აბსოლუტურად გამოუცდელია ამ თანამდებობისთვის. სარკოზის ვაჟი სორბონის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტია.

საფრანგეთის მთავრობის ერთ-ერთი სააგენტო, სახელად იპადი, პარიზის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულ და ცათამბრჯენებით გაშენებულ უბანს ზედამხედველობს. ბატონი სარკოზი სწორედ იპადის ხელმძღვანელი იყო პრეზიდენტის პოსტზე არჩევამდე.

XS
SM
MD
LG