ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი: რუსეთმა უნდა დაიცვას ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები


მან აღნიშნა, რომ „მოქალაქეებმა უნდა იგრძნონ რომ მათ აქვთ უფლება“ განსაზღვრონ ის კანონები, რომელთა შესრულება მათ მოუწევთ.

კლინტონმა აღნიშნა, რომ არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღების თაფისუფლება და „საზოგადორებაში მიღებულ კეთილგონიერებაში ეჭვის შეტანა“ „ნოვატორული საზოგადოების“ დამახასიათებელი თვისებებია.

კლინტონის თქმით, სწორედ ამ ფასეულობების გათვალისწინების გამო ვაშინგტონი „დიდი შეშფოთებით“ ადევნებს თვალ-ყურს რუსეთში ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებების დამცველთა წინააღმდეგ აგორებული ძალადობის ტალღას. დღეს ადგილობრივ რადიოსადგურთან გამართულ ინტერვიუში კლინტონმა ახსენა გამომძიებელი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა, რომელიც 2006 წელს მოხდა. მან აღნიშნა, რომ ეს თემა მან წამოაყენა რუსეთის პრეზიდენთან დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის დროს.

ირანთან დაკავშირებით სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა აღნიშნა:

„ჩვენ გვჯერა, რომ ირანს აქვს მშვიდობიანი ატომური ენერგიის განვითარების უფლება, მაგრამ მას არა აქვს ბირთვული შეიარაღების პროგრამის უფლება და ამ მხრივ რუსეთი ჩვენ მხარს გვიჭერს.“

XS
SM
MD
LG