ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო უცხოელის თვალით - რესპონდენტი მაქსიმ ხაბური მოსკოვიდან


მაქსიმ ხაბური არაერთხელ ჩამოსულა საქართველოში. ინტერვიუში მაქსიმმა თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა როგორც რუსმა საქართველოსა და ქართველებზე. მას არა ერთი მეგობარი ჰყავს საქართველოში და ყოველ წელს სტუმრობს საქართველოს. მან აღნიშნა, რომ რუსეთ-საქართველოს ომმა სულაც ვერ შეუშალა ხელი მის საქართველოში სტუმრობას და მეტიც მან საქართველოში წელს თავის რუსი მეგობრებიც ჩამოიყვანა.

-"მართლაც საშინელება იყო ეს ომი. მე და ჩემმა მეგობრება ძალიან განვიცადეთ. ისეთი გრძნობა მქონდა, რომ ომი არსდროს დამთავრდებოდა და საქართველოს ვეღარ ვნახავდი. საბედნიეროდ ომი დამთავრდა და დღეს მე და ჩემი მეგობრები ისევ საქართველოს სტუმრები ვართ. იმედი მაქვს, რომ ჩვენს ხალხებს შორის მეგობრობას არაფერი შეუშლის ხელს და ისე თბილი ურთიერთობები და სიყვარული, რომელიც ქართველებსა და რუსებს შორის არსებობდა კვლავაც გაგრძელდება"-აღნიშნა მაქსიმ ხაბურმა.

XS
SM
MD
LG