ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სავარაუდოდ მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა გაიზრდება


მსოფლიოს წამყვანი ნავთობის მწარმოებლების განცხადებით, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა იმაზე მეტად გაიზრდება, ვიდრე მათ ჰქონდათ გათვლილი. მოთხოვნის გაზრდა მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით არის გამოწვეული.

ნავთობის მწარმოებელი ქვეყნების ორგანიზაციის თანახმად, 2010 წლიდან მსოფლიოში ნავთობის მოხმარება წელიწადში 700,000 ბარელით გაიზრდება.

ეს სექტემბერში გაკეთბულ გათვლასთან შედარებით 29 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებელია. მოხოვნის ზრდა ისეთი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ხარჯზე მოხდება, როგორიცაა ჩინეთი.

XS
SM
MD
LG