ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი მოსკოვს ჩაფრინდა


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ორ დღიანი ვიზიტით ჩავიდა მოსკოვს. დაგეგმილია შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. განხილვის ერთ-ერთი მთავარი საგანი იქნება ირანის ბირთვული პროგრამა. კლინტონს დაგეგმილი აქვს იმის გარკვევა თუ რა ზემოქმედებას მიმართავს კრემლი ირანზე, რათა დამტკიცდეს ის, რომ თეირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს. როგორც სახდეპის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა განაცხადა კლინტონი შეეცდება ისიც გაარკვიოს თუ რა სახის ბერკეტებს გამოიყენებს მოსკოვი, როდესაც ვაშინგტონთან ერთად იგი ირანს დაუპირისპირდება ბირთვულ პროგრამაზე. დღემდე რუსეთი არ ავლენს დიდ ენთუზიაზმს ირანისადმი სანქციების დაწესების საკითხში. კლინტონი ამას გარდა რუსეთის ოფიციალურ პირებთან განიხილავს მთელ რიგი საკითხებს, რომლებიც მოიცავს ავღანეთის პრობლემას, რაკეტსაწინაღო სისტემის განლაგების დარგში ობამას ახალ გეგმას და ახალ ხელშეკრულებას ბირთვული შეიარაღების შემცირების საკითხში, რომელმაც უნდა შესცვალოს მანამდე მიღებული ხელშეკრულება.

XS
SM
MD
LG