ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი საქართველოს ალყაიდასთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განუცხადა რუსეთის საინფორმაციო საშუალებების წარმომადგენლებს, რომ საქართველო ხელს უწყობს ალყაიდას მეამბოხეების ჩეჩნეთში შეგზავნაში. მისივე თქმით რუსეთის უშიშროების ხელთაა აუდიო ჩანაწერი, რომლის თანახმად მეამბოხეებს კონტაქტი ჰქონდათ საქართველოს სპეც-სამსახურების წარმომადგენლებთან. როგორც ბორტნიკოვი ამტკიცებს, საქართველომ დახმარება გასწია მეამბოხეების მომზადებასა და ჩეჩნეთში შეგზავნის საქმეში, ისევე როგორც იარაღისა და ფულის გაგზავნაში დაღესტანში, რათა ნავთობსადენებზე განხორციელებულიყო თავდასხმები. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ ეს ბრალდება სიცრუეს წარმოადგენს და მისი მიზანია კიდევ უფრო დაიძაბოს ურთიერთობა საქართველოსთან.

XS
SM
MD
LG