ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ ცდილობს აფრიკისთვის რეალური დახმარების გაწევას


საკმაოდ პრობლემატურია ისეთი საკითხები, როგორებიცაა ენერგიის მოხმარება და ეპიდემიებისა და შიმშილის თავიდან აცილება. მათი მოგვარება კი მრავალი ქვეყნის ერთობლივი მოქმედების ხარჯზე თუ მიიღწევა. შეერთებული შტატები სწორედ ზემოთქმულიდან გამომდინარე ცდილობს აფრიკის კონტინენტისთვის რეალური დახმარების გაწევას. სულ ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ აფრიკის საკითხებში ჯონი კარსონმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბარაქ ობამა პირადაა დაინტერესებული აფრიკის ბედით და შავი კონტინენტის ქვეყნებისადმი მიმართული ამერიკის პოლიტიკის უფრო გააქტიურებას გეგმავს.

შეერთებული შტატები აფრიკის სახელმწიფოების მთავრობებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დემოკრატიული ინსტიტუტების და ეკონომიკის განვითარების სფეროებში ითანამშრომლებს. ასევე ამერიკა გააგრძელებს კონტინენტის ჯანდაცვის საჯარო პროგრამების მხარდაჭერასა. განაცხადა სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

ვაშინგტონი აფრიკის ქვეყნების ლიდერებთან ერთად დიდ ყურადღებას მიაქცევს შეიარაღებული კონფლიქტების შეჩერებისა და თავიდან აცილების საკითხების მოგვარებასაც. აუცილებელია სულ უფრო მზარდი ნარკოტრეფიკინგის, კლიმატის ცვლილების და ენერგოუშიშროების მნიშვნელოვანი პრობლემებისადმი ეფექტური მიდგომის გზის გამონახვა. ამერიკის ინტერესების გააქტიურებას, აფრიკაში ამერიკელი მაღალჩინოსნების გახშირებული ვიზიტებიც ააშკარავებს.

პრეზიდენტი ობამა გასულ ივლისს განას ესტუმრა, ხოლო შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი კი აგვისტოში აფრიკის შვიდ ქვეყანაში ჩავიდა. ზემოთქმული კარგად ცნობილი სიძნელეების გარდა შეერთებული შტატები ოპტიმისტურადაა განწყობილი და აფრიკის ნათელ მომავალში დარწმუნებულია. ამერიკა თვლის, რომ შავი კონტინენტი უზარმაზარ პოტენციალს ფლობს და დიდ იმედებს იძლევა.

XS
SM
MD
LG