ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში შვიდი მეამბოხე მოკლეს


ავღანეთისა და საერთაშორისო უშიშროების ძალების განცხადებით, კვირასა და ორშაბათს ჩატარებული ოპერაციის დროს შვიდი მეამბოხე მოკლეს და რამდენიმე დააპატიმრეს. შეიარაღებულ შეტაკებების დროს ნატოს ჯარისკაცებს შორის მსხვერპლი არ ყოფილა.

ნატოს წარმომადგენლის განცხადებით, ორშაბათს ჩატარებული ოპერაციის დროს ყანდაარში დაპატიმრებული იქნა ეჭვმიტანილი, რომელიც სავარაუდოდ თალიბებს იარაღითა და ასაფეთქებელი მასალებით ამარაგებდა.კვირას ჩატარებული ოპერაციის დროს, ჰელმანდის პროვინციაში ნატოს ძალებმა მეამბოხეების ერთ-ერთი მეთაური და მისი შვიდი თანამებრძოლი დააკავეს. ოფიციალური ცნობებით, ჰაჯი ხან მუჰამედი ავღანეთის სამხრეთში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკობარონი იყო, რომელიც ნარკოტიკების გაყიდვით შემოსული თანხებით მეამბოხეებს აფინანსებდა.


XS
SM
MD
LG