ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ობამა  მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ დგას


პრეზიდენტ ბარაკ ობამას მალე მოუწევს ავღანეთში დამატებითი საჯარისო ნაწილების გაგზავნის შესახებ მძიმე გადაწყვეტილების მიღება. დამატებითი საჯარისო ნაწილების გაგზავნა განპირობებულია თალიბ მეამბოხეთა მიერ ამ ბოლო დროს მიღწეული წარმატებებითა და ქვეყანაში მყარი დემოკრატიის დამყარების აუცილებლობით.

თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის თქმით, ეს ბატონი ობამასთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება. ისტორიის მანძილზე მსგავსი რთული გადაწყვეტილებების მიღება ამერიკელ და სხვა ქვეყნების ლიდერებს მოუხდათ. პრეზიდენტი ობამა მრჩევლების ნაკლებობას არ განიცდის. სამხედრო მაღალჩინოსნებმდა და გენერალებმა უკვა დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია, რომ მათ სურთ დამატებითი ჯარების გამოყოფა.

ამასთან დაკავშირებით ავღანეთში შეერთებული შტატების სამხედრო ნაწილების მთავარსარდალმა, გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა განაცხადა: „სიტუაცია სერიოზულია და ამ სიტყვას მე დიდი სიფრთხილით ვეკიდები.“ -ციტატის დასასრული

გენერალ მაკკრისტალის ავღანეთში შექმნილი მდგომარეობის შეფასების საფუძველზე, პრეზიდენტმა ობამამ დაიწყო სამხედრო სტრატეგიის გადახედვა, სტრატეგიისა რომელის სულ რაღაც ექვსი თვის წინ იყო დამტკიცებული. პრეზიდენტი რჩევას ყველა მხრიდან იღებს. ამ მხრივ გამონაკლისს არ წარმოადგენს მისი ყოფილი მთავარი მეტოქე 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი. იგი მოუწოდებს პრეზიდენტს სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას და „ნახევარ-ზომების“ თავიდან აცილებას. მისი თქმით: „ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ ის ვარიანტი, რომელსაც მხარს უჭერენ ჩვენი სამხედრო მეთაურები და გაერთიანებული შტაბების უფროსთა საბჭოს თავჯდომარე, რასაკვირველია დამატებით ყურადღებას იმსახურებს რადგან თავის დროზე ისინი მართლები აღმოჩნდნენ, როცა ეს სტრატეგია წარმატებით განხორციელდა ერაყში.“ -ციტატის დასასრული

ვიცე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და დემოკრატიული პარტიის სხვა მნიშვნელოვანი წევრები სიფრთხილეს ანიჭებენ უპირატესობას. დემოკრატიული პარტიის 2004 წლის საპრეზიდენტო კადიდატს, სენატორს ჯონ კერის გაუჩნდა კითხვები თალიბთა მოძრაობის სიმყარესა და გეგმებთან დაკავშირებით, ისევე როგორც რეგიონში პაკისტანის როლის შესახებ. ამასთან დაკავშირებით სენატორმა კერიმ განაცხადა: „მანამ ვიდრე ამ კითხვებზე ჩვენ არ მივიღებთ დამაკმაყოფილებელ პასუხებს, მე ვფიქრობ, რომ უპასუხისმგებლო იქნებოდა ჩვენი ხალხის გაგზავნა კონფლიქტის ზონაში. ჯარი იმსახურებს ისეთ სტრატეგიას, რომელიც ჯარისკაცთა მსხვერპლის ტოლფასი იქნება.“ -ციტატის დასასრული

ნებისმიერი პრეზიდენტისთვის რთულია ამერიკელთა სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდება შორეულ ქვეყანაში გაურკვეველი შედეგის მისაღწევად. აი რას ამბობს ამასთან დაკავშირებით ისტორიკოსი რობერტ დალეკი: „მისი პრეზიდენტობა, გარკვეული თვალსაზრისით, ამ გადაწყვეტილების მიღებაზე დამოკიდებული.“ -ციტატის დასასრული

ისტორიკოსი რობერტ დალეკი მრავალი წიგნის ავტორია 20 საუკუნის ამერიკელი პრეზიდენტებისა და მათი გადაწყვეტილებების შესახებ. მისი თქმით: „გადაწყვეტილებები ომსა და მშვიდობის შესახებ პრეზიდენტისთვის ყოველთვის დილემას წარმოადგენს. ამ გადაწყვეტილებების მიღებისას არჩევანი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის კეთდება და ეს ეხება არა მხოლოდ იმ საჯარისო ნაწილებს, რომელიც ომში იგზავნება, არამედ მთლიანად საპრეზიდენტო ადმინისტრაციის პოლიტიკური გადარჩენის საკითსაც.“ -ციტატის დასასრული- დალეკი აღნიშნავს, რომ წარსულში იმ პრეზიდენტებმა, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება შეერთებული შტატების ომებში მონაწილეობის შესახებ, როგორც წესი, განიცადეს საშინაო პოლიტიკის დაკნინება. ამ მხრივ პრეზიდენტ ობამას საშინაო პოლიტიკა საკმაოდ ფართომასშტაბიანია და საჭიროებს მნიშვნელოვანი სახსრების გაღებას. სამხედრო მაღალჩინოსნები პრეზიდენტ ობამას ურჩევენ დამატებითი საჯარისო ნაწილების გამოყოფას და იმ სტრატეგიის შენარჩუნებას, რომელიც მარტში დამტკიცდა. მაშინ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა: „ჩვენ გვაქვს კარგად განსაზღვრული მიზანი: პაკისტანსა და ავღანეთში ალ ყაიდის ორგანიზაციის დაშლა და განადგურება, რათა მომავალში ამ ორ ქვეყანაში ამ ტერორისტული ორგანიზაციის აღორძინება გამორიცხული იყოს ერთხელ და სამუდამოდ.“ -ციტატის დასასრული

მაგრამ როგორ უნდა მივაღწიოთ ამ ამოცანას? ერთი მიდგომა ითვალისწინებს დამატებითი საჯარისო ნაწილების გაგზავნასა და მეამბოხეთა წინააღმდეგ ფართო სტრატეგიის შემუშავებას ქვეყნის სტაბილიზაციის მიზნით. ეს არის სწორედ ის მიდგომა, რომელიც პრეზიდენტმა თავდაპირველად აირჩია. მან 21,000 ამერიკელი ჯარისკაცით გაზარდა სამხედრო ძალები ავღანეთში. ალტერნატიული მიდგომა ითვალისწინებს საჰაერო დარტყმებსა და იერიშებს ტერორისტული ბაზების წინააღმდეგ, ხოლო ქვეყნის ზოგადი სტაბილურობის მიღწევა მეორეხარისხოვან ამოცანას წარმოადგენს. ჯარის გაზრდის მომხრეები აფრთხილებენ ადმინისტრაციას, რომ რადიკალური ისლამი მსოფლიო მასშტაბით გაძლიერდება იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები და ნატო ავღანეთში დამარცხდა. მარტში გამოსვლის დროს პრეზიდენტმა ობამამ გამოაშკარავა, რომ ის ამ შეხედულებას ნაწილობრივ იზიარებს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა: „თუ თალიბებმა დაამხეს ავღანეთის მთავრობა ან ალ ყაიდამ ფესვები გაიმაგრა ქვეყანაში, მაშინ ეს ქვეყანა კვლავინდებურად გადაიქცევა ტერორისტების ბაზად, სადაც ისინი დაგეგმავენ ჩვენი ხალხის განადგურებას.“ -ციტატის დასასრული- ისტორიკოსს რობერტ დალეკს მსგავსი პროგნოზები ადრეც სმენია. დალეკი დასძენს: „ვიეტნამის ომის დროს, ჩვენ ძალიან გვეშინოდა, რომ თუ ჩვენ არ გავაგრძელებდით ბრძოლას, ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია შეილახებოდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები დაემხობოდა, ჩინელები და საბჭოთა კავშირი გაძლიერდებოდნენ და შედეგად მესამე მსოფლიო ომს მივიღებდით. მოგვიანებით, როგორც აღმოჩნდა, ეს ყოველივე უაზრო პროგნოზირება ყოფილა.“ -ციტატის დასასრული

ამისდა მიუხედავად, დალეკის თქმით, ბატონ ობამას არა აქვს თავისი სამხედრო მეთაურების უგულვებელყოფის უფლება ვინაიდან ამჯერად ისინი შეიძლება მართლები აღმოჩნდნენ. ოფიციალური პირების განცხადებით, სტრატეგიულ საკითხთა გარდა, პრეზიდენტ ობამას აღელვებს ავღანეთში განლაგებული შეერთებული შტატების სამხედრო ძალების პირად შემადგენლობაში დანაკარგების მომატება და იმის მოლოდინი, რომ დამატებითი ჯარების გაგზავნას მოჰყვება ამ მაჩვენებლის ზრდა.


XS
SM
MD
LG