ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამისტური საფინანსო სისტემა განხილვის საგნად იქცა


სტამბოლში მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ფონდის გაერთიანებულ შეხვედრაზე, განვითარებადი ქვეყნების ფინანსთა მინისტრები დასავლეთს აკრიტიკებდნენ. მათ განაცხადეს, რომ ათწლეულების განმავლობაში უწევდათ იმის მოსმენა, რომ დასავლური ყაიდის კაპიტალიზმი საუკეთესო რამ იყო. ინდონეზიის ფინანსთა მინისტრი შრი მულიანი ინდრავატი ამტკიცებდა, რომ ახლა, გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ მსოფლიომ ისლამური სამყაროსგანაცშეიძლება ბევრი რამ ისწავლოს:

„ეს კრიზისი იმის მიმანიშნებელია, რომ დიდად გარისკვა გამართლებული არ არის. ისლამური კანონმდებლობა შარიათი ჩვენ ასეთი სახის რისკებზე წასვლის მაკონტროლებელ მექანიზმს გვთავაზობს. ჩემის აზრით, ეს ისლამური განვითარების ბანკმაც უნდა გაითვალისწინოს“. განაცხადა მინისტრმა.


ისლამური საფინანსო სისტემის ჩამომყალიბებლად საუდის არაბეთის ისლამური განვითარების ბანკი ითვლება, რომელიც გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში შეიქმნა. ტრადიციულ კაპიტალიზმსა და ისლამურს შორის მთავარ განსხვავებას ის წარმოადგენს, რომ ისლამურ სისტემაში პროცენტებს არ იღებენ, რადგან პროცენტის ქვეშ გასესხებას ყურანი კრძალავს:

„ეს სისტემა მოგებისა და წაგების გადანაწილებას გულისხმობს. როდესაც ტრადიციული სისტემა კი წაგების გადანაწილებას არ ახდენს და მხოლოდ მოგებას ინარჩუნებს. ხშირად გაიგებთ იმას, რომ ისლამური საფინანსო სისტემა რეალურ ეკონომიკურ სიტუაციაში მოქმედებს. ჩვენ ვალებს და დაბანდებას ერთმანეთს ვუწონასწორებთ. არ შეიძლება იმის დაშვება, რომ ვალებმა შემოსავალს გაასწროს. ასეთი სახის საფინანსო სტრუქტურის გამოყენებით, ჩვენ ვხვდებით, რომ რეალური ეკონომიკის პრობლემებთან გამკლავება ბევრად უფრო ადვილია“. სთქვა ისლამური განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აბდულ აზიზ ალ-ჰინაიმ.

გლობალური კრიზისის დასრულების შემდეგ, იმ ახალ სამყაროში, რომელიც რისკებზე წასვლას აღარ აპირებს, ისლამურ საფინანსო სისტემას უფრო ხშირად განიხილავენ:

„ჩემის აზრით, ახლა ისეთ სტადიაში ვიმყოფებით, როდესაც ტრადიციულმა სისტემამ უნდა აღიაროს ის, რომ მას ბევრი რამის სწავლა შეუძლია ისლამურისგან. ეს სისტემა ძალზე ძლიერია და გასაგები. მიჭირს ამის თმა, მაგრამ ამ სისტემის დეტალები დასავლეთში რამდენიმე წლის წინ, რომ დაენერგათ, კრიზისის მიერ მიყენებული მრავალი სატკივარის თავიდან აცილება იქნებოდა შესაძლებელი. მე ვთვლი, რომ ახლა ტრადიციული და ისლამური საფინანსო სისტემების შერწყმას უნდა მოველოდეთ“. ამბობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ერთ- ერთი ხელმძღვანელი ჩარლზ დელარა.

„გუშინ მე გერმანიის ბაკის წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა. ამ ბანკს ისლამური საბანკო სისტემის დანერგვა სურს. ამ ქვეყანაში მრავალი მუსლიმი სახლობს. ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით ისინი ისლამურ ბაკთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. დასავლეთში კრიზისამდე ამ ახლო აღმოსავლურ სისტემას სერიოზულად არ აღიქვავდნენ. ამჟამად კი ლონდონი ისლამური საფინანსო სიტემის ცენტრად გარდაიქმნა. ლონდონის მიბაძვას პარიზიც ცდილობს“. ამბობს ისლამური განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი აბდულ აზიზ ალ-ჰინაი.

მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო ფონდის ხელმძღვანელებიკი აცხადებენ, რომ გლობალური ეკონომიკური კრიზისის ერთ-ერთ მთავარ შედეგს განვითარებული და განვითარებადი ეკონომიკების უფრო დაახლოვება წარმოადგენს. ზოგი სპეციალისტი თვლის, რომ ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე ისლამური საფინანსო პროდუქტების შეღწევა სწორედ ამის მაჩვენებელია.


XS
SM
MD
LG