ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გვინეის დედაქალაქის ქუჩები დაცარიელდა


გვინეის დედაქალაქის ქუჩები დღეს ცარიელი იყო. გასულ თველ მთავრობასთან დაპირისპირების დროს დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, პროფკავშირების ინიციატივით ქალაქში უამრავი ადამიანი გაიფიცა.

კონაკრიში მყოფი ჟურნალისტების თქმით, ქალაქში მაღაზიები და სახელმწიფო დაწესებულებებიც კი დაკეტილი იყო. ასევე არ მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპირტი და ტაქსები. გაფიცვა სამშაბათამდე გაგრძელდება. პროფკავშირებმა ხალხს გლოვის დღის გამოცხადებისკენ მოუწოდა. 28 სექტემბერს გვინეის არმიის მიერ კანაკრის სტადიონზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შედეგად გაეროს განცხადებით 150-ზე მეტი ადამიანი იქნა მოკლული. ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, დაღუპულთა რაოდენობა 57 იყო. გაფიცვა სამშაბათამდე გაგრძელდება.


XS
SM
MD
LG