ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ეკონომიკა 7.5 პროცენტით შემცირდა


რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, 2009 წელს რუსეთის ეკონომიკა 7.5 პროცენტით შემცირდა.

რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადებით, გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენა რუსეთის ეკონომიკას, ვიდრე ეს ადრე იყო მოსალოდნელი. მედვედევის თქმით, რუსეთის მთავრობა ყველა ღონეს ხმარობს ქვეყნის ეკონომიკის გამოჯანსაღებლად.

სახელმწიფო მაუწყებლობის პირველი არხის ტელევიზიასთან ინტერვიუში, რომელიც დღეს გავიდა ეთერში, პრეზიდენტმა მედვედევმა აღნიშნა, რომ წელს რუსეთის მთლიანი ეროვნული პროდუქტი 7.5 პროცენტით შემცირდება.

მისივე თქმით მომავალ წელს რუსეთს მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დეფიციტის დაფარვა მოუწევს.



XS
SM
MD
LG