ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ჩატარებული არჩევნების დარღვევები



გაეროს მაღალჩინოსანი აღიარებს, რომ ავღანეთში ჩატარებული არჩევნების დროს დაშვებული იყო მნიშვნელოვანი დარღვევები გაეროს მისიის უფროსმა ავღანეთში აღიარა, რომ ქვეყანაში აგვისტოში ჩატარებული სადავო არჩევნების დროს დაშვებული იყო მნიშვნელოვანი დარღვევები. ამის შესახებ კაი ეიდემ ქაბულში ორგანიზებული პრეს კონფერენციის დროს განაცხადა მას შემდეგ, რაც მისმა ყოფილმა მოადგილემ პიტერ გალბრაითმა საჯაროდ დაადანაშაულა ბატონი ეიდე 20 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს ხმების გაყალბების დამამტკიცებელი მასალების ჩახშობაში. კვირას გამართულ პრეს კონფერენციაზე, რომელსაც აგრეთვე ესწრებოდნენ შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და ბრიტანეთის ელჩები, ეიდემ ბატონი გალბრაითის ბრალდებებზე პასუხი გასცა.


XS
SM
MD
LG