ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გადაცემა "ამერიკული მომენტები"


ამ კვირას კონგრესში დემოკრატები სადისკუსიოდ გამოიტანენ საკითხს, რომლის მიხედვითაც უნდა გადაიხედოს კანონი,რომელიც ჰომოსექსუალისტებს ამერიკულ ჯარში სამსახურს უკრძალავს.

1994 წელს,ბილ კლინტონის პრეზიდენტობისას გამოიცა კანონი,რომელიც ამერიკელ ჰომოსექსუალისტებს არ აძლევდა უფლებას სამხედრო სამსახურში შესულიყვნენ.ამ კანონმა მაშინ არაერთი ამერიკელის გაწბილება და საკუთარ მიზნებზე უარის თქმა გამოიწვია. თუმცა კანონს მაშინვე გამოუჩნდნენ დამცველებიც.ისინი დაჟინებით ამტკიცებდნენ,რომ ზემოხსენებული კანონი სამხედრო მოსამსახურეებს კომფორტისა და მორალური თანაარსებობის საშუალებას შეუნარჩუნებდა.

არმიის სამხედრო აკადემიის კურსდამთავრებული ბეკი კანისი ჰომოსექსუალისტი ქალია .თავის დროზე იგი ორი დივიზიის ხელმძღვანელად მუშაობდა,მაგრამ შემდეგ იძულებული შეიქნა სამხედრო კარიერისთვის თავი მიენებინა. ბეკისთვის წარმოუდგენელი იყო სამხედრო მოთხოვნებს დამორჩილებოდა , პირად გრძნობებზე ეთქვა უარი და ორმაგი ცხოვრებით ეცხოვრა .ამიტომაც საკუთარი ნებით დათმო სამსახური და კანონის უზენაესობას კარიერა შესწირა.

„ყველაზე ძალიან იმან გამაოცა,რომ შეკითხვები,რომელსაც ჩემი კოლეგები მისვამდნენჩემს სექსუალურ ორიენტაციას არ ეხებოდა.მათ დეტალები უფრო აინტერესბდათ. მეკითხებოდნენ მყავდა თუ არა პარტნიორი,სად დავდიოდი შაბათ-კვირას და როგორ ვერთობოდი თავისუფალ დროს.ანუ ცოტა ხანში სამხედრო ნაწილში ძალზე უცხოდ ვიგრძენი თავი, პირად ცხოვრებაზე ვეღარაფერს ვყვებოდი,ჩავიკეტე საკუთარ თავში.უნდა გითხრათ,რომ ყველა ჰომოსექსუალისტი, მამაკაცი იქნება ეს თუ ქალი- სამხედრო სამსახურში მსგავს ზეწოლას განიცდის“ ციტატის დასასრული

მსგავსი გამოცდილება შეიძინა ჰომოსექსუალისტმა ლეიტენანტმა დენ ჩოიმაც.მანაც თავის დროზე არმიის სამხედრო ააკადემია დაამთავრა. სურდა რომ სამხედრო სამსახური გაეგრძელებინა,მაგრამ ერაყში არაბული ენის თარჯიმნად მუშაობისასცხოვრებაში პირველადშეუყვარდა.27წლის იყო ,ვერაფრით შეძლო საკუთარი გრძნობები დაეფარა და ყველასთან ახდილად გამოაცხადა,რომ ჰომოსექსუალისტი იყო .

„როცა ჩემი საიდუმლო მეგობრებს გავანდე,ყველამ ერთი შეკითხვა დამისვა. აინტერესებდათ,თუ რატომ ვმალავდი ჩემს სექსუალურ ორიენტაციას ამ ხნის მანძილზე.არადა რა გასაკვირი იყო?მე მსურდა ჩემს რჩეულთან ერთად ყველაგან მევლო,მასთან ერთად გავრთობილიყავი ბარში,მეთამაშა კეგლი,დამეპატიჟებინდა სადილზე მეგობრები.ამის ფარდაახდილად კეთების შემდეგ კი სამხედრო სამსახურზე უკვე აღარც შემეძლო მეოცნება“ ციტატის დასასრული

ასეც მოხდა,დენ ჩოიმ საკუთარი აღსარების შემდეგ სამხედრო კარიერას წერტილი დაუსვა.მისი საკითხი დღემდე გაურკვეველია .

თუმცა ელეინ დონელი ,რომელიც სამხედრო სამსახურის ცენტრის თანამშრომელია და ჰომოსექსუალისტთა ჯარში სამსახურს სასტიკად ეწინააღმდეგება ამბობს:

„სამხედრო სამსახური ჩევულებრივი მოსამსახურის სტატუსს არ განიჭებს.შენ ხარ ჯარისკაცი,რომელმაც საკუთარი ქვეყანა უნდა დაიცვა. ჩვეულებრივ, ყოფით პრობლემებთან არაფერი გესაქმება,მტკიცე და შეუდრეკელი ხასიათი გაქვს და საკუთარ გრძნობებზე და ემოციებზე სადარდებლად არა გცალია. ჰომოსექსუალებისტების მიმართ მსგავსმა გულმოწყალებამ , შესაძლოა ამერიკულ ჯარში მათ დამკვიდრებას შეუწყობს ხელს“ ციტატის დასასრული

ელეინ დონელი ასევე არ გამორიცხავს ,რომ თუ სამხედრო სამსახურში მოსამსახურეებს შიდა განაწესის თანახმად სახალხოდ საკუთარ გრძნობებისა და პირად ემოციების გამოხატვაზე თავშეკავებულობას თხოვენ-ჰომოსექსუალისტი კოლეგის გვერდით ძალიან ბევრმა თანამშრომელმა,შესაძლოა თავი შეურაცხყოფილად და დათრგუნულად იგრძნოს. თუმცა დენ ჩოი ამასთან დაკავშირებით აღნიშნავს:

„ამ საკითხს თუ გლობალურად შევხედავთ,დავინახავთ,რომ მსგავსი დამოკიდებულების გამო სამხედრო სამსახურმა შესაძლოა უამრავი საუკეთესო პროფესიული კადრი დაკარგოს.ეს შეიძლება იყოს:ჯარისკაცი,ექიმი,იურისტი ან მფრინავი . ასევე უარყოფილი იქნება სამხედრო სამსახურის უმნიშვნელოვანესი ფასეულობა:ის რომ ყველა ადამიანი სამხედრო ოპერაციისა და სამსახურის შესრულებისას შეუცვლელ ფუნქციას ასრულებს.“ ციტატის დასასრული

თუმცა ელაინ დონელის აზრით,სამხედრო სამსახურის დანაკლისი ამ მხრივ ძალზე ზარალიანი არ იქნება.ამის საბუთად მას უკანასკნელი კვლევის შედეგები მოჰყავს.როგორც ირკვევა, 2000გამოკითხული ამერიკელი სამხედრო მოსამსახურიდან 10პროცენტი-სამსახურზე უარს იტყვის, თუ ჯარში ჰომისექსუალისტები იმსახურებენ,ხოლო 14 პროცენტმა შესაძლოა მსგავსი გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში მიიღოს:

„ ათასობით მნიშვნელოვანი სამხედრო მოსამსახურის დაკარგვა,რომელთა შეცვლა სხვა მოსამსახურით არცთუ ისე იოლია,ჯარში საკმაო დიდ ზარალს გამოიწვევს.“ ციტატის დასასრული

დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა ამერიკულ ჯარში ჰომოსექსუალთა სამსახურის შესახებ ისევ აქტუალურ საკითხად რჩება. ბეკი კენისი,რომელიც არმიის საგანგებო ოპერაციების ოფიცერია, აღნიშნავს:

„არადა,გულახდილად რომ ვთქვათ,თუკი ვინმე სამხედრო სამსახურზე უარს იმ მიზეზით ამბობს,რომ ჰომოსექსუალისტ თანამშრომელთან ურთიერთობა არ ძალულს,ეს თავისთავად ამერიკული ფასეულობებისა და ღირებულებების უარყოფას ნიშნავს.განა ასეთმა ადამიანმა შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში იმსახუროს და ქვეყნის დაცვაზე აგოს პასუხი?“

ციტატის დასასრული


XS
SM
MD
LG