ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში თექვსმეტი კაცი დაიღუპა


ერაყის პოლიცია იუწყება, რომ ქვეყნის დასავლეთში მდებარე ქალაქ რამადიში მომხდარ აფეთქებებს თექვსმეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავტომობილებში ჩამონტაჟებული ნაღმები პროვინციის მთავრობის შენობასთან ააფეთქეს. პოლიცია და თვითმხხილველები აცხადებენ, რომ პირველი ბომბი ავტომობილების სადგომზე აფეთქდა, მეორე მაშინ, როდესაც ტერაქტის ადგილს პოლიცია და მაშველები მიუახლოვდნენ, ხოლო მესამე კი იმ საავადმყოფოში, სადაც წინა ორი ტერაქტის შედეგად დაშავებულები მიიყვანეს.



XS
SM
MD
LG