თურქეთი და სომხეთი გეგმავენ ისტორიულ ხელშეკრულებას მოაწერონ ხელი.ხელშეკრულება თურქეთსა და სომხეთს შორის იმ დაპირისპირებას დაამთავრებს, რომლელიც ორ ქვეყანას შორის პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების მასიური დახოცვის შემდეგ დაიწყო.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები შვეიცარიაში, ქალაქ ციურიხში მოაწერენ შეთანხმებას ხელს. შეთანხმება ანკარასა და ერევანს შორის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენასა და საზღვრის გახსნას ითვალისწინებს.
ხელმოწერის ცერემონიალს შეერთებული შტატების სახემწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი დაესწრებიან.
შეთანხმების რატიფიკაცია ორივე ქვეყნის პარლამენტმა უნდა გააკეთოს. ანალიტიკოსების აზრით, ეს პროცესი საკმაოდ ნელი იქნება ორივე მხარეს არსებული დიპლომატიური წინააღმდეგობის გამო.