ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში სამხედრო ბაზაზე მიტანილმა თავდასხმამ  6 ჯარისკაცი იმსხვერპლა


პაკისტანის სამხედრო ძალების წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის სამართალდამცავი უწყება ორ ადამიანს ეძებს, რომლებმაც შაბათს ისლამაბადის მახლობლად, პაკისტანის არმიის ბაზას დაესხა თავს.

მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეიარაღებული შეტაკების დროს ოთხი თავდამსხმლი იქნა მოკლული. დაიღუპა ექვსი ჯარისკაცი და დაიჭრა ხუთი.

პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებს სამხედრო ფორმა ეცვათ და მანქანით სამხედრო ბაზაზე შესვლას ცდილობდნენ, როცა ისინი საკონტროლო პუნქტზე გააჩერეს. მანქანაში მყოფმა თავდამსხმელებმა ცეცხლი საკონტროლო პუნქტთან მდგარ ჯარისკაცებს გაუხსნეს.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დანაშაულებრივ ჯგუფს არ აუღია თავზე.პარასკევს პეშავარში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი თავდასხმის დროს დაახლოებით 50 ადამიანი დაიღუპა.



XS
SM
MD
LG