ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვულ განიარაღებაზე დიალოგი უნდა გაგრძელდეს


ჩინეთის პრემიერმა უენ ჯიბაომ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ჩრდილოეთ კორეასთან ბირთვულ განიარაღებაზე დიალოგის გაგრძელებისკენ. მისი თქმით მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე უნდა განახლდეს, სანამ ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არებობს.

ბატონი უენი შაბათს პეკინში იაპონიის პრემიერ მინისტრს იუკიო ჰატოიამას და სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი მიუნგ ბაკს შეხვდა. შეხვედრაზე სამი ქვეყნის ლიდერება ერთობლივი განცხადება გააკეთეს, რომელშიც ექვს მხრივი მოლაპარაკებებების ნაადრევი განახლება მოითხოვეს.

ჩინეთის პრემიერი ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჯონგ ილს ოქტომბრის დასაწყისში შეხვდა. ამ შეხვედრაზე ილმა განაცხადა, რომ მზად იყო ექვს მხირივი მოლაპარაკებების გასაგრძელებლად, მას შემდეგ რაც შეერთებულ შტატებთან აწარმოა ორმხრივი მოლაპარაკება.



XS
SM
MD
LG