ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამას ჯანდაცვის რეფორმა წარმატებით ვითარდება


აშშ-ის პრეზიდენტმა ხოტბა შეასხა კანომდებლებს ჯანდაცვის რეფორმის ირგვლივ გაწეული ღვაწლის გამო და იქვე დასძინა რომ პროცესი რომელმაც ნიშანდობლივ ეტაპს მიაღწია წარმატებით ვითარდება.

დღეს ყოველკვირეულ სატელევიზიო და რადიო მიმართვაში პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა რომ ჯანდაცვის ირგვლივ მიმდინარე დებატებში გათვალისწინებული იყო როგორც დემოკრატების ასევე რესპუბლიკელების აზრიც.

გამოსვლისას პრეზიდენტმა განაცხადა რომ მის რეფორმას მხარს უჭერენ კალოფორნიის რესპუბლიკელი გუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი და სენატის ყოფილი რესპუბლიკელი ლიდერი ბობ დოული.

თუმცა ბატონმა ობამამ გააკრიტიკა რეფორმის მოწინააღმდეგეები და განაცხადა რომ ისინი ამერიკის დახმარების ნაცვლად ომსუცხადებენ მას.

რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა უარყვეს ბრალდება და განაცხადეს რომ კონგრესი შეშფოთებულია ჯანდაცვის რეფორმის მომავალი შედეგებით.

რესპუბლიკელთა ყოველკვირეულ გამოსვლაში სენატორმა ჯორჯ ლემიუმ განაცხადა რომ ჯანდაცვის რეფორმის ირგვლივ მიმდინარე დებატებმა საზღვრებს გადააჭარბა. მან იქვე დასძინა რომ რეფორმის გატარებისთვის გაწეული ხარჯები ამერიკელ საშემოსავლო გადამახდელის ბიუჯეტზე მოახდენს გავლენას.



XS
SM
MD
LG