ჰონდურასში გადატრიალების შემდეგ ორ მოწინააღმდეგე ბანაკს შორის მიმდინარე მოლაპარაკებამ პროგრესს მიაღწია.
როგორც გაძევებული პრეზიდენტის მანუელ ზელაიასა და დე-ფაქტოს მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ გარკვეულ საკითხებში შეთანხმებას მიაღწიეს. მაგრამ როგროც ბატონი ზელაის შუამავალი აცხადებს მოლაპარაკებისას მიღწეული პროგრესის მიუხედავად საბოლოო ხელშეკრულებაზე ლაპარაკი ნაადრევია. მოწინააღმდეგე ბანაკები უნდა შეთანხმდნენ დაბრუნდება თუ არა გაძევებული პრეზიდენტი თავის პოსტზე 29 ნოემბერს დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებამდე.
ასევე მიმდინარეობს მოლაპარალკება სან-ხოსეს ხელშეკრულების ირგვლივ რომელიც გადაგდებული პრეზიდენტის დაბრუნებას, პრეზიდენტისა და სახელმწიფოებრივი გადატრიალების ლიდერების ამინისტიას ითვალისწინებს. დეფაქტო მთავრობამ ერთხელ უკვე უარი განაცხადა ამ ხელშკერულებაზე. ბატონი ზელაიას მომხრე ასამდე მომიტინგე სასტუმროში შეიჭრა სადაც მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობდა. მომიტინგეები პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით დაშალა.