ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტ  ობამას  ჯილდოს გამოეხმაურნენ


სამხრეთ აფრიკის ყოფილი პრეზიდენტი ნელსონ მანდელა საკუთარი ფონდის სახელით მიესალმა ნობელის პრემიით მშვიდობის დარგშიამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის- ბარაკ ობამას დაჯილდოვებას. მანდელამ უდიდესი რწმენა გამოხატა იმასთან დაკავშირებით,რომ მინიჭებულისაპასუხისმგებლო ჯილდო ბატონ ობამას მსოფლიოში მშვიდობისთვის ბრძოლისა და სიღარიბის დაძლევის საკითხში უფრო მეტად გააძლიერებს. ზიმბაბვის პრემიერ მინისტრმა მორგან ცვანგირაიმ ,რომელიც ასევე მშვიდობის პრიზის ერთერთი კანდიდატიგახლდათ, ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა,რომ ამერიკის პრეზიდენტიბარაკ ობამაჯილდოს ღირსეული კანდიდატია. ამასობაში ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჟადმა ფრანგ ჟურნალისტებს განუცხადა,რომ ნობელის პრემია ამერიკის პრეზიდენტს ბარაკ ობამას მსოფლიოში სამართლის აღდგენის პროცესის დაწყებას უფრო მეტად დაავალდებულებს.

XS
SM
MD
LG