ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰილარი კლინტონი ციურიხში მიემგზავრება



ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ციურიხში თურქ და სომეხსახელმწიფო წარმომადგენელთა შორის ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებას დაესწრება.ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო წლების მანძილზე თურქეთისადა სომხეთის სახელმწიფოებს შორისმრავალწლიანი ანატაგონისტური დამოკიდებულების გაუმჯობესების საქმეში აქტიურ მონაწილეობას იღებს .

ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონიაცხადებს:

„ ამ ვიზიტით სახელმწიფო მდივანს სურსგამოხატოს,თუ რამდენად უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები ამ ღირშესანიშნავისტორიულ მომენტს.ორ ქვეყანას შორის წლების მანძილზე გაგრძელებული ანტაგონისტური ურთიერთობა შერიგების პროცესში გადაიზარდა და ამერიკის შეერთებული შტატებიც თავისი მხრიდანმზადაა ორივე სახელმწიფოსთან ერთად მშვიდობის,უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის პროცესის თანამონაწილე გახდეს“

ციტატის დასასრული

თურქეთ-სომხეთს შორის მტრული დამოკიდებულება პირველი მსოფლიო ომის დროს- ოსმალეთის იმპერიის დროს დაიწყო. მაშინ თურქებმა თურქეთისტერიტორიაზე მცხოვრები მილიონნახევარი სომეხი გაწყვიტეს.ციურიხში გამართულ შეხვედრაზე თურქი და სომეხი სახელმწიფო ლიდერები ურთიერთობის დარეგულირებისა და დიპლომატიური კავშირების აღდგენის დოკუმენტებს მოაწერენ ხელს.ისტორიულ მომენტს სხვა დიპლომატიური წარმომადგენლებიც დაესწრებიან.მათ შორის იქნებიან რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები სერგეი ლავროვი,ბერნარდ კუჩნერი და ევროკავშირის საგარეო საქმეთა კოორდინატორი ხავიერ სოლანა.

ციურიხის შემდეგ ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი დიდ ბრიტანეთში, ირლანდიასა და რუსეთში გაემგზავრება.მოსკოვში იგი რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევსშეხვდება,სადაც ბირთვული იარაღის შემცირებისა და ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების საკითხებს განიხილავს.


XS
SM
MD
LG