ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკული სამხედრო ძალები ქამდეშიდან გამოვიდნენ



ნატოს გენერალური სარდლობის განცხადებით,დღეს ამერიკული სამხედრო ძალები კამდეშიდან გამოვიდნენ და ნურისტანის პროვინციაში ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში გადანაწილდნენ. გადაადგილებას წინ ერთი კვირით ადრე განხორციელებული სისხლიმსღვრელი შეტაკება უძღოდა.მაშინ ასობით თალიბმა მეამბოხემ მიიტანა იერიში ამერიკის სამხედრო ბაზაზე.შეტაკებისას რვა ამერიკელი ჯარისკაცი და ორი ავღანელი სამხედრო დაიღუპა. ასევე განადგურდა 100მდე თალიბი მეამბოხე.


XS
SM
MD
LG