ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს უშიშროების საბჭომ ნატოს მანდატი გაუგრძელა ავღანეთში


გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ერთხმად გაუგრძელეს ნატოს მანდატი ავღანეში. ამ მანდატის ძალით საერთაშორისო უშიშროების შემწეობის ძალები 2010 წლის 13 ოქტომბრამდე დარჩებიან ავღანეთში. მიღებულ რეზოლუციაში ამ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ გაიღონ საჭირო აღჭურვილობა და სხვა რესურსები ისევე როგორც ცოცხალი ძალა იმისათვის, რათა ავღანეთში ამ ორგანიზაციამ უფრო ადვილად შესძლოს მიზნების მიღწევა. ამის პარალელურად გაეროს უშიშროების საბჭომ გააკეთა განცხადება, რომელშიც ჰგმობს ქაბულში ინდოეთის საელჩოს შენობასთან კამიკაძე ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას, რომელსაც 17 კაცის სიცოცხლე შეეწირა. აფეთქებისათვის პასუხიმგებლობა თალიბებმა იკისრეს.

XS
SM
MD
LG