ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თბილისში ნატოს კვირეული დასრულდა


კვირეული ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში რობერტ სიმენსმა გამართა შეხვედრები ხელისუფლების წევრებთან, საქართველოში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან, ოპოზიციის ლიდერებთან.

დასკვნითი ღონისძიებები დღეს ნატოს საინფორმაციო ცენტრმა სამხატვრო აკადემიიდან დაიწყო, სადაც კარიკატურების გამოფენა მოეწყო. იყო საბჭოური კარიკატურები მათ შორის ამერიკის ხმაზეც, რომელიც თავის გადაცემებში თითქოს საბჭოთა სინამდვილეს ამახინჯებდა...

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, რობერტ სიმენსის განცხადებით: -აშშ-ს მყარი პოზიცია აქვს! ვაშინგტონი არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას! რუსეთს არ აქვს უფლება ხელი შეუსალოს რომელიმე ქვეყნის სურვილს გაწევრიანდეს ნატოში ! მისივე თქმით ,საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზანია ეროვნული პროგრამების ფარგლებში რეფორმების განხორციელების შესწავლა.


XS
SM
MD
LG