ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკის ელჩი პალესტინის პრეზიდენტს ხვდება


ახლო აღმოსავლეთში შეერთებული შტატების წარმომადგენელი ჯორჯ მიტჩელი ისრაელის პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეტანიაჰუს შეხვდა იერუსალიმში. ბატონი მიტჩელი ისრაელ-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ცდილობს.

დღის ბოლოს ამერიკის ელჩი რამალაში პალესტინის პრეზიდენტს მაჰმუდ აბასს შეხვდება. მანამდე ის ცალ-ცალკე ესაუბრა ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს, საგარეო საქმეთა მინისტრს ავიგდორ ლიბერმანს და თავდაცვის მინისტრს ეჰუდ ბარაქს. ბატონი ლიბერმანი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე პალესტინელებთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა არარეალურია.


XS
SM
MD
LG