ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთი და სომხეთი ხელშეკრულებას აწერენ ხელს


ხელმოწერის ცერემონია ხვალ შვეიცარიაში გაიმართება. მას დაესწრება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ფილიპ გორდონმა განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონი შვეიცარიაში ჩადის რათა გამოხატოს თავისი მხარდაჭერა თურქეთისა და სომხეთის მიერ წინგადადგმული ისტორიული ნაბიჯისადმი. ხელშეკრულების მიზანია ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დაიდოს და გაიხსნას საზღვარი. თურქეთმა სომხეთთან საზღვარი 1993 წელს დახურა აზერბაიჯანისადმი სოლიდარობის ნიშნად მთიანი ყარაბახის საკითხში. ამ პრობლემამ შეიძლება გაართულოს თურქეთის ძალისხმევა ნორმალიზება მოუხდინოს მის ურთიერთობას სომხეთთან.

XS
SM
MD
LG