ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაბულში აფეთქებისას ჩვიდმეტი კაცი დაიღუპა


ავღანეთიდან დღეს მიღებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქაბულში მომხდარ აფეთქებას ჩვიდმეტი კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. აფეთქება ინდოეთის საელჩოს შორიახლოს განახორციელეს.დაჭრილია ოთხმოცი ადამიანი.ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ტერორისტმა ავტომობილი საელჩოს დაცულ ტერიტორიასთან მიახლოვებისას ააფეთქა. აფეთქებას თავად საელჩო არ დაუზიანებია. დაღუპულთა და დაჭრილთა უმრავლესობას უბრალო გამვლელები წეარმოადგენენ. ტერაქტის მოწყობაზე პასუხისმგებლობა თალიბებმა იკისრეს და დაადასტურეს ის, რომ სამიზნეს სწორედ ინდოეთის საელჩო წარმოადგენდა.


XS
SM
MD
LG