ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რასმუსენი ევროპელებს მეტ აქტივობას თხოვს


ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ევროპელ მოკავშირეებს მოუწოდებს უფრო მეტად იაქტიურონ ავღანეთში. დღეს ბრიუსელში ბატონი რასმუსენის გამოსვლა ემთხვევა ობამას ადმინისტრაციის მიერ ავღანეთში დამატებითი ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვის პროცესს.

დამატებითი საჯარისო კონტიგენტის დისლოცირების რეკომენდაცია ცოტა ხნის წინ გააკეთა ავღანეთში ამერიკისა და ნატოს ჯარების სარდალმა გენერალმა სტენლი მაქრისტალმა. ავღანეთში ძალადობა ახლა უფრო მეტადაა გახშირებული. 2009 წელი კი მთლიანობაში ყველაზე სისხლიანი გამოდგა მას შემდეგ რაც რვა წლის წინ იქ კონფლიქტი დაიწყო. დღესდღეობით ავღანეთში 100 000 ამერიკელი და ნატოს ჯარისკაცი იმყოფებდა. გენერალი მაკრისტალი სავარაუდოდ 40 ათასი დამატებით ჯარისკაცს მოითხოვს, რათა ძალადობასთან ბრძოლამ უფრო ეფექტური შედეგი გამოიღოს. დღესდღეობით, ვაშინგტონი ავღანეთში განხორციელებული სტრატეგიის ხელახლა შეფასებასა და მოდიფიცირებას ახდენს. ნატოს გენერალური მდივანი კი აკეთებს გაფრთხილებას, რომ სიტუაციის გამოსწორებისვის ევროპელმა მოკავშირეებმა მეტი უნდა გააკეთონ.

უნდა შეიტანონ და ბალანსი დაიცვან.“ „ევროპელებმა და ამერიკელებმა ავღანეთში არსებული სიტუაციის გამოსწორებაში თანაბარი წვლილინატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ თუ ევროპელებმა დამატებითი ძალები არ გააგზავნეს ავღანეთში , ეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე მოახდენს გავლენას. „ამერიკამ უნდა იცოდეს, რომ რთულ სიტუაციაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველაზე მძიმე მდგომარეობაა, ალიანსი ერთად დგას და თანაბრად იღებს მონაწილეობას პრობლემის დარეგულირებაში.“ ცნობილია, რომ რომ ევროპელები ეწინააღმდეგებიან ავღანეთში სამხედრო მისიის გახანგრძლივებას, და განსაკუთრებით მაშინ, როცა კონფლიქტის დასრულების არანაირი ნიშნები არ ჩანს. მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობისა, რასმუსენს გადაწყვეტილი აქვს სამხედრო მისიის ბოლომდე მიყვანა. თუცა გამოდის მოწოდებით, რომ გაიწვრთნას ავღანელი ჯარისკაცი. ალიანსის გენერალური მდივანი აცხადებს იმასაც, რომ ევროკავშირი თავს უხერხულად უნდა გრძნობდეს, რომ ავღანეთში ჯერაც არ განუხორციელებია ფართე მაშტაბიანი პოლიციური ტრეინინგი.

XS
SM
MD
LG