ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებით ჩარევის მოწინააღმდეგეების რაოდენობა  იზრდება


საბრძოლო სიტუაციის გამწვავებასთან ერთად, დასავლური სამხედრო ძალების ავღანეთში საბრძოლო მოქმედებებით ჩარევის მოწინააღმდეგეების რაოდენობაც იზრდება.

მას შემდეგ რაც საუბარი დაიწყო ავღანეთში ამერიკული კონტინგენტის გაზრდაზე, მოიმატა ვიეტნამის ომთან პარალელების გავლების სიხშირემაც.ანალიტიკოსების აზრით, ამ ორ ომს შორის მსგავსება ბევრია, თუმცა არსებობს უამრავი განსხვავებაც. კონფლიქტი, რომელიც დაახლოებით 40 წლის წინ მოხდა, დღევანდელი ამერიკის პრეზიდენტს, მის მრჩევლებს, გენერლებსა და მთლიანად მთელს ქვეყანას ჩრდილად დაჰყვება. ვიეტნამს უკვე ძალიან ხშირად ახსენებენ ავღანეთის ომის დებატების წარმოებისას. თავად პრეზიდენტის პარტიის წარმომადგენლებიც კი აფრთხილებენ ბატონ ობამას იმის შესახებ, რომ მისი ადმინისტრაცია შეიძლება ვიეტნამის მაგვარ დილემაში გაეხვიოს და ავღანეთი ობამას ვიეტნამად იქცეს. საერთაშორისო და სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის უფროსი ანალიტიკოსის, ანტონი კორდესმანის თქმით, ავღანეთში ვიზიტის შემდეგ ის მიხვდა რატომ კეთდება მსგავსი შედარებები. „ავღანეთში ყოფნის დროს დავინახე, რომ პრობელმები რომლებიც იქ გვაქვს, არა მხოლოდ ერაყის პრობლემებს ედრება, არამედ ვიეტნამისაც. ჩვენ ნახევარი საუკუნის წინ წაგებულ ომს იდენტური მიზეზების გამო ვაგებთ,“ ციტატის დასასრული.

მაშინ დამატებითი სამხედრო პერსონალის გაგზავნას ესკალაცია ერქვა. დღეს იგივე მოქმედებას სხვა სახელს ვეძახით და სიტუაციის გამწვავების დაფარარვას ვცდილობთ.

დღეს ისევე როგორც მაშინ, ამერიკელ ჯარისგაცებს რთულ ლანდშაფტზე უწევთ მოწინააღმდეგესთან ბრძოლა. მოწინააღმდეგესთან, რომლიც ან მოსახლეობაში იმალება, ან მეზობელ ქვეყანაში გადადის დასამალად. სამოქალაქო მსხვერპლი ამერიკელების მიმართ დამატებით წინააღმდეგობას აღვივებს. და დღეს ქაბულში, ისევე როგორც მაშინ საიგონში მთავრობის კორუმპირებულობა ყოველგვარ საზღვრებს გარეთაა გასული. პენსიაში გასული არმიის ვიცე პოლკოვნიკი ლარი ვილკერსონი, რომელიც ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის აპარატის უფროსი იყო ვიეტნამის ომის ვეტერანია. მისი თქმით, ავღანეთიდან მიღებული ვიდეო მასალის ყურება ვიეტნამში საკუთარ გამოცდილებას ახსენებს. „უყურებ ამ ჩანაწერებს და ამბობ, აი ეს არის ჩემი ბაზა ვიეტნამში. ეს არის მტრის თავშესაფარი, კამბოჯას რომ ესაზღვრება. ამ ხაზს იქეთ გადასვლა არ შეიძლება. ეს არის კორუმპირებული მთავრობა ქაბულში. ეს არის ისევ ის გამოცლიდი მეთოდები, რომლითაც ადამიანების გულისა და გონების მოგებას ვცდილობთ და რომლებიც არ მუშაობს. ეს არის ქვეყანაში უსაფრთხოების განმტკიცების მცდელობა, რომელიც ჩვენი წამოსვლითანავე ისევ თალიბანს ჩაუვარდება ხელში. მსგავსების სიმრავლე შიშს მგვრის,“ ციტატის დასასრული.


ყველაზე თვალის მომჭრელი მსგავსება, ანალიტიკოსების თქმით, თავშესაფარები და სამალავებია. ისევე როგორც ვიეტ კონგელები და ჩრდილოეთ ვიეტნამის სამხედრო დანაყოფები ლაოსსა და კამბოჯას იყებენდნენ თავშესაფარად, თალიბანიც მოსაზღვრე პაკისტანის არა-კონტროლირებულ სათემო ტერიტორიებს იყენებს თავშესაფარად.პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი კამბოჯას 1970 წელს დაესხა თავს ამ თავშესაფარების გასანადგურებლად. ამერიკა დღეს უპილოტო საფრენ აპარატებს იყენებსპაკისტანში თალიბანის სამალავების გასანადგურებლად.მაგრამ საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს ანალიტიკოსის, ჩარლზ კუფჩანის თქმით, ამერიკის მიერ პაკისტანზე ისეთივე სამხედრო იერიში მიტანა, როგორიც კამბოჯაზეიქნა მიტანილი, გამორიცხულია. „მიუხედავად იმისა, რომ შეერთებული შტატები უპილოტო საფრენ აპარატებს უშვებს პაკისტანის ტერიტორიაზე, ამერიკას პაკისტანში სამხედრო ოპერაციის ცატარების უფლება არ აქვს. ეს ფაქტი, თალიბანს საშუალებას აძლევე გადავიდს ავღანეთში, განახორციელოს თავდასხმა და ისევ პაკისტანში გადავიდეს,“ ციტატის დასასრული. ყველაფერი ამის მიუხედავად, ორ კონფლიქტს შორის მაინც არსებობს რამდენიმე დიდი განსხვავება. ავღანეთი გაცილებით უფრო მრავალფეროვანია მისი ეთნიკური შემადგენლობით და მისი სამმართველო სისტემა უფრო მეტადაა სათემო ურთოერთობებზე დამყარებული.


ამერიკის სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ვიეტნამში ომის დაწყებისას - 1965 წელს - 184 ათასი იყო. 1968 წლისთვის ეს რაოდენობა 537 ათასამდე გაიზარდა. ავღანეთში სამხედრო კონტინგენტი 68 ათასი სამხედრო მოსამსახურისგან შედგება, მაგრამ შეიძლება ეს რაოდენობა გაიზარდოს თუ გენერალ სტენლი მაკ კრისტალის მოთხოვა პრეზიდენტმა ობამამ დაამტკიცა.

შეერთებულ შტატებში ვიეტნამის ომის დროს სამხედრო სამსახური სავალდებულო იყო, რამაც მასიური საპროტესტო დემონსტრაციები გამოიწვია მთელს ქვეყანაში. დღეს შეიარაღებული ძალებში სამსახურს სამოხალისეო ბაზა უდევს საფუძვლად.ამ განსხვავების გამო ომის საწინააღმდეგო დემონსტრაციები არც ისე აქტუალური პრობლემაა.სამაგიეროდ, პოლიტიკის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენელი ერიკ ლივერი ამბობს, რომ ავღანეთის ომი ყველაზე დიდ პროტესტს არა ადამიანების მსხვერპლის გამო იწვევს, არამედ მისი ფინანსური ღირებულების გამო.

„ფინანსური ხარჯები განსხვავებული მცნებაა. ვფიქრობ, რომ რაც უფრო მკვეთრად იქრძნობა ეკონომიკური პრობლემები ამერიკასი, მითუფრო იმატებს ომის მიმართ პროტესტი. განსკუთრებით კი თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პრეზიდენტ ობამას მალე მოუწევს კონგრესს ავღანეთისთვის დამატებითი ფული მოსთხოვოს. ვფიქრობ რომ მაგ შემთხვევაში შესაძლებელია ქვეყანაში ვიეტნამის საპროტესტო აქციების მაგვარი მოძრაობები დაიწყოს,“ ციტატის დასასრული

ვიეტნამში 58 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა.2001 წლიდან დღემდე ავღანეთში 1000-მდე სამხედრო მოსამსახურეა მოკლული.


XS
SM
MD
LG