ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში გაიცა


წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში რუმინეთში დაბადებულ გერმანელ მწერალს ჰერტა მიულერს გადაეცა. შვედეთის აკადემიამ ქალბატონი მიულერი პოეზისა და პროზაში მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა.

ჰერტა მიულერი რუმინეთში გერმანულენოვანი სოფლის მაცხოვრებლების შესახებ წერდა. ნობელის პრემიის ლაურეატის მამა მეორე მსოფლიო ომის დროს ეს-ესის ჯარებში მსახურობდა.

რუმინელმა კომუნისტებმა ჰერტა მიულერის დედა 1945 წელს საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიეს.


XS
SM
MD
LG