ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ავღანეთში ვაშინგტონის სტრატეგიას განიხილავს


შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონთან ერთად ავღანეთში ვაშინგტონის სტრატეგიას განიხილავს. პრეზიდენტი ობამა ავღანეთში ომის დაწყების მერვე წლისთავზე ახალი სტრატეგიის შემუშავებას ცდილობს. სამხედრო და პოლიტიკურ მრჩევლებთან შეხვედრისას ბარაქ ობამამ ავღანეთის კონფლიქტის მოგვარებაში პაკისტანის როლის გაზრდაზე გაამახვილა ყურადღება. თეთრი სახლის წარმომადგენელის რობერტ გიბსის განცხადებით პაკისტანის ხელისუფლებამ გაამკაცრა თავისი პოლიტიკა ექსტრემისტების წინააღმდეგ.


XS
SM
MD
LG