ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება


სტამბოლში მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეხვედრა საპროტესტო დემონსტრაციებით აღინიშნა. თურქეთის პოლიციამ მომიტინგეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

დემონსტრანტებმა კი თავის მხრივ პოლიციას ქვები დაუშინეს. საპროტესტო დემონტსრაციები თურქეთის მემერცხენე ძალების და პროფკავშირების ორგანიზებული იყო.

დემონსტრანტებმა ახლომახლო მდებარე ბანკების და მაღაზიების ვიტრინები ჩაამსხვრიეს. პოლიციამ დაახლოებით 50 აქტივისტი დააპატიმრა.

XS
SM
MD
LG