ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინის პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა რომ პალესტინის ხელმძღვანელობამ შეცდომა დაუშვა როდესაც გაეროს მოხსენების წინააღმდეგ მისცა ხმა


პალესტინის პრეზიდენტის მაჰმუდ აბასის მრჩეველმა განაცხადა რომ პალესტინის ხელმძღვანელობამ შეცდომა დაუშვა როდესაც გაეროს მოხსენების წინააღმდეგ მისცა ხმა.

ეს მოხსენება ისარელის ხელისუფლებას აკრიტიკებდა ღაზის სექტორში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის გამო.

იასერ აბედ რაბოს განცხადებით გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოში ხმის მიცემის პროცედურის მომავალი წლის მარტისთვის გადადება უდიდესი შეცდომა იყო.

გაეროს მოხსენება ისარელის და ჰამასის ხელმძღვანელობას საერთაშორისო კანონების დარღვევაში ადანაშაულებდა.

XS
SM
MD
LG