ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანელმა თალიბებმა პასუხისმგებლობა აიღეს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ოფისში განხორციელებული აფეთქებისთვის


პაკისტანელი თალიბები აცხადებენ, რომ ისლამაბადში მდებარე გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის ოფისში გუშინ განხორციელებული აფეთქება მათი ნახელავია. თალიბთა წარმომადგენელმა აზამ ტარიკმა განაცხადა, რომ აფეთქება, რომელსაც გაეროს ხუთი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა, ამ ორგანიზაციის დასავლური ფასეულობების წინააღმდეგ იყო მიმართული. პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ აფეთქება სვატის ველსა და სამხრეთ ვაზირისტანში თალიბების წინააღმდეგ მიმდინარე სახედრო ოპერაციებზე გამოპასუხებას წარმოადგენს. ხელისუფლება შიშობს იმასაც, რომ თალიბები სხვა ტერაქტების განხორციელებასაც გეგმავენ.

XS
SM
MD
LG