ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საქართველო დღეს-რესპონდენტი ამერიკის შესწავლის ინსტიტუტის დირექტორი ვასილ კაჭარავა


ჩვენი რესპონდენტი ბატონი ვასილ კაჭარავა საუბრობს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ბატონი ალექსანდრე ვერშბოუს საქართველოში დაგეგმილ ვიზიტზე. ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საკითხი, რომელმაც აშშ-ის მიერ კავკასიაში რაკეტსაწინაღო სისტემის შესაძლო განლაგების ჭრილში შესაძლოა საქართველოც მოიაზროს. ბატონი ვასილის აზრით ეს თუ მართლაც ასე მოხდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსათვის.

მისივე აზრით მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოებრიობის რუსეთზე ზეწოლისა, რუსეთი მაინც აგრძელებს თავის უკანონო ქმედებებს, რომელიც ყოველგვარ ზღვარს სცილდება და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ოჩამჩირის პორტში რუსული ხომალდების ბაზირებისთვის რუსები სპეციალურ ინფრასტრუქტურას ქმნიან, არემონტებენ ნავსადგომებსა და საკომუნიკაციო სისტემებს.ბატონმა ვასილმა აღნიშნა, რომ ბატონი ვერშბოუს საქართველოში ვიზიტი კიდევ ერთხელ გაუსვავს ხაზს აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოსადმი.

XS
SM
MD
LG