ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში ორი სამხედრო ოპერაციის შედეგად დაიღუპა 10 ავღანელი ჯარისკაცი და 100-ზე მეტი თალიბი მეამბოხე


ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 10 ავღანელი ჯარისკაცი და 100-ზე მეტი თალიბი იქნა მოკლული ორ სხვადასხვა ოპერაციაში.

სამინისტროს თქმით, შეტაკებები ჰელმანდისა და ნურისტანის პროვინციებში ბოლო 24 საათის განმავლობაში მოხდა.

ავღანური და საერთაშორისო საჯარისო ფორმირებები ნურისტანის მთებსა და ტყეებში იმ მეამბოხეთა ჯგუფებს ეძებენ, რომლებმაც შეერთებული შტატების ჯარზე შაბათს ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი თავდასხმა განახორციელა 8 წლის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG