ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის საკონსტიტუციო სასამართლო ქვეყნის პრემიერ მინისტრის საქმეს განიხილავს


იტალიის უმაღლესი ინსტანციის სასამართლო განიხილავს საკითს იმის შესახებ, დაარღვია თუ არა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ იტალიის კონსტიტუცია.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება ამ კვირაშიც გამოვიდეს. გადაწყვეტილება შეეხება იმას, თუ რამდენად ჯდება კონსტიტუციურ ნორმებში 2008 წელს მიღებული კანონი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ მინისტრს და პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარეებს იმუნიტეტს ანიჭებს.

ეს კანონი მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც მილიარდელი ბიზნესმენი, ბატონი ბერლუსკონი მესამე ვადით იქნა არჩეული იტალიის პრემიერ მინისტრად. ეს კანონი ბერლუსკონის წინააღმდეგ სასამართლო პროცესის დაწყების შესაძლებლობას ხელს უშლის. ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც მას სავარაუდოდ წარუდგება, ბრიტანელი იურისტის მოქრთამვაა სასამართლოში მცდარი ჩვენების მისაცემად.

XS
SM
MD
LG