ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კიდევ ერთი ტერაქტი პაკისტანში


ისლამაბადში კამიკაძე ტერორისტმა მსოფლიო საკვებით უზრინველყოფის შტაბბინაში აიფეთქა თავი. დაუზუსტებელი მონაცემებით დაიღუპა ამ ორგანიზაციის ხუთი თანამშრომელი. არიან დაჭრილები. როგორც პაკისტანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრმა განაცხადა კამიკაძე ტერორისტი დაცვის ფორმაში იყო გადაცმული და მან დაახლოებით რვა კილოგრამის ოდენობის ასაფეთქებელ ნივთიერებას მოუხდინა დეტონირება. ოფიციალური პირების განცხადების თანახმად დაღუპულთა შორის ოთხი პაკისტანელი და ერთი ერაყელია. აშშ-მ შტატებმა დაჰგმო ეს ტერაქტი. სახდეპის რწმუნებულმა იან კელიმ განაცხადა, რომ ამგვარი ძალმომრეობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც იღწვიან მსოფლიოში ღარიბთა დასაპურებლად ფაქტობრივად წარმოადგენს გალაშქრებას თვით ცივილიზაციის წინააღმდეგ და ავლენს ტერორისტთა მიზნების ნამდვილ არსს.

XS
SM
MD
LG