ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინელები ღაზის სექტორისადმი მიძღვნილი გაეროს ანგარიშის რეკომენდაციების აღსრულების ვადის გადადებას აკრიტიკებენ


პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურა იმის გამო, რომ ღაზაში ისრაელის შეჭრისადმი მიძღვნილი ანგარიშის რეკომენდაციების აღსრულების ვადის გადადებას დაუჭირა მხარი. ბატონი აბასი დაჰყაბულდა იმას, რომ საპასუხო ნაბიჯები მომავალი წლის მარტამდე არ გადაიდგმება. ჰამასი, რომელიც ღაზას მთლიანად აკონტროლებს ამტკიცებს, რომ აბასი ამერიკისა და ისრაელის ზეწოლას დაჰყვა. უკმაყოფილება ასევე აბასის ფატას მოძრაობის წევრების ნაწილმაც გამოხატა. ანგარიში ისრაელსა და ჰამასს ომის დროს დანაშაულთა ჩადენაში სდებს ბრალს.

XS
SM
MD
LG