ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის დედაქალაქში გაეროს მსოფლიოს სურსათის პროგრამის ოფისის წინ თვითმკვლელმა თავი აიფეთქა


პაკისტანის პოლიციის განცხადებით, თვითმკვლელმა ამფეთქებელმა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში მსოფლიოს სურსათის პროგრამის ოფისის წინ აიფეთქა თავი და ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

პაკისტანის შინაგან საქმეთა მინისტრმა რეჰმან მალიკმა განაცხადა, რომ თავდამსხმელს დაცვის თანამშრომლის ფორმა ეცვა და დაახლოებით 8 კილოგრამი ასაფეთქებლით იყო აღჭურვილი.

მალიკის თქმით, მეამბოხეები ცდილობენ პაკისტანის ხელისუფლება დააშინონ და მეამბოხეების წინააღმდეგ ბრძოლის შეწყვეტისკენ უბიძგონ. მისივე თქმით, მიუხედავად ყველაფრისა, პაკისტანის მთავრობა სვატისა ვაზირისტანის რაიონებში ოპერაციებს არ შეწყვეტს.

აფეთქების შედეგად სამი პაკისტანელი და ერთი ერაყელი მოქალაქე დაიღუპა. რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და ზოგიერთი მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

XS
SM
MD
LG