ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად, ყოველწლიურად დაახლოებით 13 მილიონი ბავშვილ იბადება ნაადრევად და აქედან დაახლოებით 1 მილიონი დაბადებიდან ერთ თვეში იღუპება.
ამერიკული საქველმოქმედო ორგანიზაცია March of Dimes-ის მიერ ჩატარებული ეს კვლევა პირველი მცდელობაა მსოფლიოს მასშტაბით ნაადრევი შობადობის აღრიცხვა ჩატარდეს.
კვლევის შედეგად დადგინა და რომ ნაადრევი შობადობის ყველაზე დიდი პროცენტი აფრიკისა და აზიის ქვეყნებზე მოდის. ამასთან, შეერთბეულ შტატებში ნაადრევმა შობადობამ ბოლო 25 წლის განმავლობაში 36 პროცენტით მოიმატა.
მკვლევარების თქმით, განვითარებად ქვეყნებში ამ პრობლემას არასწორი კვება და ცუდი ჯანდაცვის პირობებია. შეერთებულ შტატებში პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ქალების დიდი რაოდენობა 35 წლის შემდეგ ორსულდება და ამასთან, ძალიან მაღალია ხელოვნური განაყოფიერების შემთხვევებიც.