ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანის საზღვართან ათი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ავღანელი მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, რომელიც აღმოსავლეთ ავღანეთში, პაკისტანის საზღვართან მოხდა, ათი

ამერიკელი და 2 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბამნა აიღო. შეიარაღებული ძალაბის მიერ გაკეთებულ განცხადებასი ნათქვამია, რომ ნურისტანის თემის მეამბოხეთა ჯგუფმა ორ წერტილზე ერთდროულად მიიტანა იერიში. თავდასხმა საერთაშორისო უსაფრთხოების დახმარების ძალის შტაბზე ადგილობრივი მეჩეთიდან და მოსაზღვრე სოფლიდან განხორციელდა. კოალიციური ძალების მეთაურის პოლკოვნიკი რენდი ჯორჯის თქმით თავდასხმა კარგად მომზადებული იყო და იერიში უკიდურესად რთულ ადგილზე იყო მიტანილი. მისივე თქმით, ამერიკელი და ავღანელი ჯარისკაცები ერთმანეთის გვერდით მამაცად იბრძოდნენ და მოწინააღმდეგის მხარეს სერიოზული მსხვერპლი გამოწვიეს.


XS
SM
MD
LG