ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სპორტული ავტომობილების სრბოლაში სებასტიან ვატელმა გაიმარჯვა


იაპონიის გრანპრიზე გამარჯვებას ფორმულა ერთის ტიპის სპორტული ავტომობილების სრბოლაში სებასტიან ვეტელმა მიაღწია. სრბოლისას თავიდანვე დაწინაურებულმა ვეტელმა ლიდერობა ბოლომდე შეინარჩუნა. ოცდაორი წლის გერმანელმა ტრასის დაფარვას ოცდარვა წუთი და ოცი წამი მოანდომა. იტალიელი ვეტერანი იარნო ტრული მეორე ადგილს დასჯერდა, ხოლო ბრიტანელმა ლუის ჰამილტონმა კი მესამე ადგილი დაიკავა.


XS
SM
MD
LG