ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ირანი გაეროს ინსპექტორების შეშვებაზე თანახმაა



ირანი ყუმის ბირთვულ ობიექტზე გაეროს ინსპექტორების შეშვებას დაჰყაბულდა. საერთაშორისო ატომური სააგენტოს თავკაცმა მუჰამედ ელ ბარადეიმ განაცხადა, რომ თეირანი ინსპექტორებს უკვე 25 ოქტომბერს დაუშვებს ობიექტზე. მისი თქმით, ინსპექტორებმა უნდა დაადგინონ ის, ნამდვილად მშვიდობიან მიზნებს ისახავს ეს ბირთვული ობიექტი თუ არა.

ელ ბარადეის თქმით, ატომურ სააგენტოს იმის არავითარი კონკრეტული მტკიცებულება არ გააჩნია, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ამზადებს, მაგრამ სააგენტო მაინც გააგრძელებს მონიტორინგს. თეირანი ინსპექტორების დაშვებას, ჟენევაში მსოფლიოს ექვსი უძლიერესი ქვეყნის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დასთანხმდა.


XS
SM
MD
LG