ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ობამა ირანს მოთხოვნებს უყენებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ირანს მოსთხოვა ორი კვირის განმავლობაში დაუშვას საერთაშორისო ინსპექტორები ურანის გამდიდრების ობიექტზე. პრეზიედენტმა ობამამ როგორც კონსტრუქციული ისე შეაფასა ირანის მიერ მოლაპარაკებების დაწყება მსოფლიოს ექვს წ ამყვან სახელმწიფოსთან, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ ირანმა ახლა პრაქტიკული ნაბიჯები უნდა გადადგას მისი ბირთვული პროგრამის საკითხში. ჟენევაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრამ ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა დაუშვას გაეროს ინსპექტორები ურანის გამდიდრების ობიექტზე, რომელიც ქალაქ ქომის შორიახლოს არის განლაგებული.

XS
SM
MD
LG