ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკ- შოუს წამყვანი დევიდ ლეტერმანი შანტაჟის მსხვერპლი გახდა


ცნობილი ამერიკული ტოკ-შოუს წამყვანმა დევიდ ლეტერმანმა გუშინ აუდიტორიას განუცხადა, რომ ადგილი ჰქონდა მისგან ფულის გამოძალვის მცდელობას.

ამასთან, მან აღიარა მისი სატელევიზიო პროგრამის ჯგუფის წევრ ქალებთან სექსუალური კავშირის ქონა წარსულში. როგორც გაირკვა, 62 წლის ლეტერმანმა თავის მანქანაში იპოვა წერილი, სადაც უცნობი პირი მას აშანტაჟებდა და მისი ცხოვრებიდან უხერხული ფაქტების გამომჟღავნებით ემუქრებოდა.ლეტერმანი მოგვიანებით შეხვდა ამ პიროვნებას, რომელმაც პირობა დადო, რომ თუკი ორ მილიონ დოლარს არ მიიღებდა, მაშინ საჯაროდ გამოააშკარავებდა ლეტერმანის ინტიმური ცხოვრების დეტალებს.ამის შემდეგ ტელეწამყვანი ოფიციალურ პირებს დაუკავშირდა და უცნობ გამომძალველს ყალბი ორ მილიონიანი ჩეკი გაუგზავნა.
მოგვიანებით, ტელეკომპანია სი ბი ესმა გამოაცხადა, რომ დააკავეს აღნიშნული გამოძალვის ფაქტში ეჭვმიტანილი ერთერთი თანამშრომელი.


XS
SM
MD
LG