ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მოქმედებები ჩეჩნეთში: ვესაუბრებით"ჰუმან რაითს ვოჩი"ს წარმომადგენელს



რას ისახავდა მიზნად ანგარიშის გამოქვეყნება? დავუსვით კითხვა ექსპერტს:

„მიმდინარე კვირას ჩვენს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში მიზნად ისახავდა ევროპის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რუსეთის მიერ შესრულების შემოწმებას. აქამდე სასამართლომ ას თხუთმეტი გადაწყვეტილება მიიღო ჩეჩნეთის საკითხთან დაკავშირებით. ჰიუმან რაითს ვაჩმა შეამოწმა ის თუ როგორ სრულდებოდა ოცდაცამეტი მათგანი. ამ შემოწმებამ გამოავლინა ის, რომ რუსეთს სასამართლოს მთავარი გადაწყვეტილებების იმპლემენტაცია არ მოუხდენია. ანუ რუსეთში არ მომხდარა ჩვენს მიერ განხილული თითქმის არც ერთი საქმის ეფექტური გამოძიება და დანაშაულთა ჩადენის გამო არავინ დაუპატიმრებიათ. გვიპასუხა ქალბატონმა ბიუკანანმა.

ცნობილია, რომ რუსეთი ხსირად არაფრად აგდებს საერთასორისო გადაწყვეტილებებსა თუ შეთანხმებებს. თქვენს ორგანიზაციას ხშირად უწევს თუ არა შეჯახება მოსკოვის ასეთ ქცევასთან? ვკითხეთ ჩვენ რესპონდნენტს:

„ჩემის აზრით არასწორი იქნებოდა იმის თქმა, რომ რუსეთი სრულიად უარყოფს რეკომენდაციებს“. გვითხრა ქალბატონმა ბიუკანანმა. მან გააგრძელა, რომ „ჰიუმან რაითს ვოჩი“ მეტწილად მოსკოვისგან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმას მოელის ხოლმე და ეს ასეც ხდება, ვინაიდან რუსეთი საკმაოდ ვრცელ რესურსებს ფლობს.

კითხვაზე თუ რას მოიმოქმედებს „ჰიუმან რაითს ვოჩი ახლა“? ქალბატონმა ბიუკანანმა გვიპასუხა, რომ მიუხედავად ანგარიშში აღნიშნული პრობლემებისა, ადამიანის უფლებების დამცველი ეს ორგანიზაცია გააგრძელებს ურთიერთობას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან:

„იმ შემთხვევაში კი თუ ჩვენი თხოვნა არ გაითვალისწინეს და მათთან შეხვერდა ვერ მოხერხდა, მათთან მიმოწერა მაიც გვექნება. ამჟამად მე სტრასბურგში ვიმყოფები და შეხვედრები მაქვს დაგეგმილი. ვხვდები მინისტრებს და სხვა პასუხისმგებელ პირებს. ჩვენ ვცდილობთ მათ ავუხსნათ ის, რომ საკითხი ძალზე მნიშვნელოვანია და რომ რუსეთის ასეთი მოქმედება სასამართლოს, როგორც ევროპაში ადამიანის უფლებების დამცველ უმთავრეს ორგანიზაციას და მის ქმედითუნარიანობას და კანონიერებას უთხრის ძირს. გაგაგრძელა ქალბატონმა ჯეინ ბიუკანანმა.

შეგიძლიათ თუ არა დაგვისახელოთ ერთი საქმე მაინც, რომელთან დაკავშირებითაც, რუსეთმა გულითადობა გამოიჩინა და სასამართლოს და თქვენი მოთხოვნილებები დააკმაყოფილა? იყო კითვა:

„რომ არ დაგიმალოთ, ყველა ის საქმე, რომელიც ჩვენ განვიხილეთ ისევ ძველებურად უყურადრებოდაა მიტოვებული. გამოძიებას არაფერი ემატება. სამწუხაროდ სანუგეშო არაფერია. გამომდინარე იმ ფაქტიდან, თუ რარიგ შევისწავლეთ ჩვენ ზოგი აღძრული საქმე, ვიმედოვნებდით, რომ რუსეთი უფრო მეტს გააკეთებდა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაემორჩილებოდა, მაგრამ ეს ასე არ არის. გვიპასუხა ბიუკანანმა.

რომელი ქვეყანა ითვალისწინებს ევროსასამართლოს რეკომენდაციებს ყველაზე ზედმიწევნით? დავსვით ჩვენ კითხვა:

„მე კონკრეტულ რეგიონზე ვმუშაობ და ამიტომ სხვა რეგიონების შესახებ დაწვრილებიტი ინფორმაციის მოწოდება არ მძალუძს. შემიძლია გითხრათ ის, რომ „ჰიუმან რაითს ვაჩი“ უწყვეტად ცდილობს ქვეყნაბის მტავრობებთან კონტაქტში ყოფნას და მათზე ზეწოლის განხორციელებას იმისთვის, რომ მტკივნეული საკითხების მოგვარება, ქვეყნების საშინაო პოლიტიკ შესაძლებელი გახდეს. რუსეთთან მიმართებაში ზოგი რამ პოზიტიურიც ხდება, მართალია ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით არა. აღსანიშნავია, რომ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. მართალია აქ კიდევ არის პრობლემები, მაგრამ მრავალი რამ დადებითად გადაწყდა. რაც შეეხება სომხეთსა და აზერბაიჯანს აქაც მრავალი პრობლემა არსებობს. მაგალითად აზერბაიჯანში მედიის და არასამთავრობო ორგანიზაციების თავისუფლების შეზრუდვის დიდი პრობლემა არსებობს. აზერბაიჯანში აგრეთვე პოლიტიპატიმრებისა და მიუკერძოებელი სასამართლოს არსებობის პრობლემებიც არ არის მოგვარებული. სომხეთში კი პოლიციის ქმედება და გასული წლის საპროტესტო სვლებთან გასწორების ფაქტიია საგანგაშო“. დაასრულა ჩვენთან საუბარი „ჰიუმან რაიტს ვოჩის“ ექსპერტს ქალბატონ ჯეინ ბიუკანანს.

XS
SM
MD
LG